აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩრდილოეთ კორეის განიარაღების საკითხზე მოსალაპარაკებლად იაპონელ კოლეგას შეხვდება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჩრდილოეთ კორეის განიარაღების საკითხზე მოსალაპარაკებლად იაპონელ კოლეგას შეხვდება

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი ივნისის ბოლოს იაპონიას ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო „კიოდო” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. პენტაგონის ხელმძღვანელი იაპონელ კოლეგას შეხვდება.

მთავარი განსახილველი საკითხი ჩრდილოეთ კორეის სრული ბირთვული განიარაღება იქნება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ერთმანეთს ასევე გაუზიარებენ მოსაზრებებს ფხენიანის მიერ საშუალო მოქმედების რადიუსის მქონე რაკეტების ფლობასთან დაკავშირებით. სააგენტოს წყარო აღნიშნავს, რომ მეტისის ვიზიტი იაპონური მხარის მოთხოვნით იმართება.

აღსანიშნავია, რომ 12 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრაა დაგეგმილი.