აშშ-ის სპეცსამსახურები რუსეთს კონგრესის არჩევნებზე გავლენაში ადანაშაულებენ
აშშ-ის სპეცსამსახურები რუსეთს კონგრესის არჩევნებზე გავლენის მოხდენაში ადანაშაულებენ. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო, შინაგან საქმეთა უსაფრთხოების დეპარტამენტი, იუსტიციის დეპარტამენტი და ეროვნული დაზვერვის სამსახური ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთი და რამდენიმე ქვეყანა საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენას აგრძელებენ.
აშშ-ის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი აზრის გაყოფის მიზნით, უცხო ქვეყნები პოლიტიკურ პროცესებზე და კანდიდატებზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
„არჩევნებში რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და სხვა ქვეყნების ჩარევას აშშ არ შეეგუება“, – აღნიშნულია განცხადებაში.