აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს ბრალი წაუყენა
აშშ-ის სპეციალურმა პროკურორმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს ბრალი წაუყენა

აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა რუსეთის სადაზვერვო სამსახურის 12 ოფიცერს აშშ-ის ნაციონალური კომიტეტზე 2016 წელს განხორციელებულ კიბერთავდასხმაში ბრალი წაუყენა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, თორმეტივე ბრალდებული რუსეთის სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს ოფიცერია.

როგორც გამოცემა წერს, 12 რუსისთვის ბრალის წაყენება გენერალური პროკურორის მოადგილემ როდ როზენშტაინმა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალური პროკურორის ოფისმა ჰელსინკიში დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო.

2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერთავდასხმის შედეგად ინტერნეტში კომიტეტის წევრების მიმოწერა გავრცელდა.