აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ლიდერობენ, ხოლო სენატში - რესპუბლიკელები
აშშ-ის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ლიდერობენ, ხოლო სენატში - რესპუბლიკელები

ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგების გახდა ცნობილი.

ამ დროის მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ლიდერობენ. მათ 191 სავარძელი აქვთ მოპოვებული, რესპუბლიკელებს კი მხოლოდ 177.

რაც შეეხება სენატს, აქ რესპუბლიკელები ლიდერობენ 51 მანდატით. დემოკრატებს კი, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 43 მანდატი აქვთ.

ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ. იმისათვის, რომ დემოკრატიულმა პარტიამ აღნიშნული სურათი შეცვალოს, შუალედურ არჩევნებში 435-მანდატიან კონგრესში სენატის 51 სავარძელი და წარმომადგენელთა პალატის 218 ადგილი უნდა მოიპოვოს.