აშშ-ში წითელას ვირუსით ინფიცირების შემთხვევებმა ბოლო წლების რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. წლის დასაწყისიდან დღემდე ინფიცირების 971 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აქედან 60 ახალი შემთხვევა მხოლოდ გასულ კვირაში დაფიქსირდა.
ვირუსის გავრცელების წყარო უცხოელი მოგზაურები არიან, რომელთა საშუალებითაც დაავადება ვაქცინაციის არმქონე პირებზე გადადის.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ვირუსის გავრცელება ზაფხულისა და შემოდგომის პერიოდში იმატებს, აშშ-ი დაკარგავს სტატუსს, რომელიც წითელას ვირუსის ეფექტიანად ელიმინაციისთვის 2000 წლიდან მოიპოვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 2019 წელს წითელათი ინფიცირების რიცხვი, გასულ წელთან შედარებით, 300 პროცენტით გაიზარდა.