აშშ-ში უკრაინის ელჩი - უკრაინა მხარს უჭერს ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტას, თუმცა ტანგოსთვის ორია საჭირო
ტანგოსთვის ორია საჭირო, – ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის ელჩმა, ოკსანა მარკაროვამ ცეცხლის30-დღიან შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოკსანა მარკაროვას თქმით, უკრაინა ამ იდეას მთელი გულით უჭერს მხარს.
„ჩვენ გვჭირდება, რომ ამას რუსეთი დაეთანხმოს“, – განაცხადა ელჩმა.
რაც შეეხება კრიტიკული რესურსების შესახებ შეთანხმებას, რომელზეც მოლაპარაკებას უკრაინა და შეერთებული შტატები აწარმოებენ, მარკაროვამ თქვა, რომ ორივე ქვეყნის გუნდი ორიენტირებულია სამუშაოს სწრაფად დასრულებაზე.
„ბევრი სექტორია, სადაც შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. ჩვენ ნამდვილად გვსურს, მეტად ვითანამშრომლოთ შეერთებულ შტატებთან, რა თქმა უნდა, ევროპელ პარტნიორებთან და სხვებთან“, – აცხადებს ელჩი.