აშშ-ში უცნობმა პირმა მძევლები აიყვანა, დაღუპულია ოთხი ადამიანი
აშშ-ში უცნობმა პირმა მძევლები აიყვანა, დაღუპულია ოთხი ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში მძევლების აყვანის დროს ოთხი ადამიანი მოკლეს. ინციდენტი მისისიპის შტატში მოხდა. ბოროტმოქმედი უკვე დაკავებულია.

თავდასხმა ქალაქ კლინტონში მოხდა. უცნობმა პირმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მძევლები აიყვანა და 12 საათი ჰყავდა ტყვეობაში. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, სახლში ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა. პოლიციამ შტურმის დაწყებამდე ბავშვების გათავისუფლება შეძლო.

ბოროტმოქმედი ამაჟამად პოლიციაში იმყოფება. მას სამართლდამცავები კითხავენ. მომხდარის ზუსტი მიზეზი უცნობია.