აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა
აშშ-ში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა.
ორმხრივ შეხვედრამდე ჯეიხუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს შორის მოლაპარაკებები გაიმართა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შუამავლობით. მანამდე კი ბლინკენმა სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
როგორც სომხური მედია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების, ასევე სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების საკითხები. მხარეები შეეხნენ ჰუმანიტარულ სიტუაციას, რომელიც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკირების შედეგად შეიქმნა.
შეხვედრა არლინგტონში, ჯორჯ შულცის ცენტრში გაიმართა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარეც ავრცელებს.