ამერიკის შეერთებულ შტატებში შუალედური არჩევნები გაიმართა. მოსახლეობას კონგრესის წევრები, კერძოდ წარმომადგელელთა პალატის 435 და 100 მანდატიანი სენატის 35 წევრი უნდა აერჩია. ამასთან, ამომრჩეველს 36 ახალი გუბერნატორის არჩევაც მოუწია.
შუალედური არჩევნების ჩატარების შემდეგ ამერიკული მედია მის სავარაუდო შედეგებზე იუწყება. როგორც ცნობილი ხდება, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები ფლორიდის, ინდიანას და ტენესის შტატებში ლიდერობენ. „დემოკრატიულ პარტიას“ კი ტეხასის, მენის, ოჰაიოს და დასავლეთ ვირჯინიის შტატებში აქვთ მეტი ხმა მოპოვებული.
ამჟამად ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატას „რესპუბლიკელები“ აკონტროლორებენ. იმისთვის, რომ „დემოკრატიულმა პარტიამ“ აღნიშნული სურათი შეცვალოს, შუალედურ არჩევნებში 435 მანდატიან კონგრესში, სენატის 51 სავარძელი და წარმომადგენელთა პალატის 218 ადგილი უნდა მოიპოვოს.