აშშ-ში სასაზღვრო კონტროლის კომპიუტერული სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეაფერხა
აშშ-ში სასაზღვრო კონტროლის კომპიუტერული სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ რამდენიმე აეროპორტის მუშაობა შეაფერხა

აშშ-ში სასაზღვრო კონტროლის კომპიუტერული სისტემის მწყობრიდან გამოსვლამ რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო აეროპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.

სისტემის მასშტაბური დაზიანების გამო ოთხი შტატის აეროპორტებში თანამშრომლები მგზავრებს ალტერნატიული პროცედურების საშუალებით ემსახურებოდნენ. საერთო ჯამში, რამდენიმე საათის განმავლობაში ლოს-ანჯელესის, სიეტლის, ფილადელფიის, სან-ფრანცისკოს, ჰიუსტონის, ჩიკაგოს და ნიუ-იორკის აეროპორტები შეფერხებით მუშაობდნენ, რაც ათასობით მგზავრზე აისახა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, სპეციალისტებმა სისტემის შეკეთება მოახერხეს.

მოგვიანებით, ამერიკის შეერთებული შტატების სასაზღვრო კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ სისტემის მწყობრიდან გამოსვლა კომპიუტერული სისტემის განზრახ დაზიანების გამო არ მომხდარა.