აშშ-ში სამუშაო ადგილების ზრდა სამშენებლო ბიზნესის ხარჯზე მოხდა
აშშ-ში სამუშაო ადგილების ზრდა სამშენებლო ბიზნესის ხარჯზე მოხდა

აშშ-ში თებერვალში 313 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. შრომის დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი ზრდაა 2016 წლის ივლისის შემდეგ, რასაც ეკონომისტებიც კი არ ელოდნენ.

BBC-ს ინფორმაციით, სამუშაო ადგილების ზრდა დიდწილად სამშენებლო ბიზნესის ხარჯზე მოხდა. აღნიშნულ სფეროში სამუშაო ადგილების მსგავსი მასშტაბით მატება 2007 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

აშშ-ში უმუშევრობის დონემ 4.1% შეადგინა, რაც ბოლო 17 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შრომის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, სამუშაო ადგილების ზრდის პარალელურად ინფლაციური ზეწოლის შიშების გამო, 0.1%-ით შემცირდა შემოსავლების ზრდის ყოველწლიური მაჩვენებელი. 2018 წლის საწყის ორ თვეში, აშშ-ის ეკონომიკამ საერთო ჯამში ნახევარ მილიონზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.