აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები გაიმართა
აშშ-ში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები იმართება.
მედიის ცნობით, ICE-ის ფედერალური აგენტის მიერ აქტივისტის მკვლელობის გასაპროტესტებლად და დაღუპულისთვის სოლიდარობის ნიშნად ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოსა და ოკლენდის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ჩიკაგოსა და პორტლენდშიც.
ცნობისთვის, მინეაპოლისში ფედერალურმა აგენტებმა კიდევ ერთი ადამიანი მოკლეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის აგენტებმა მამაკაცს, რომელიც მათ ცეცხლსასროლი იარაღით უახლოვდებოდა, თავდაცვის მიზნით გაუხსნეს ცეცხლი. მინეაპოლისის პოლიციის მეთაურის, ბრაიან ო’ჰარას თქმით, მოკლული 37 წლის მამაკაცი აშშ-ის მოქალაქე იყო. მას იარაღი კანონიერად ჰქონდა შეძენილი.