აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რეკორდულად იკლებს
აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რეკორდულად იკლებს

აშშ-ში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შედეგად ყოველდღიურად გარდაცვლილ მოქალაქეთა რიცხვი რეკორდულად მცირეა. აშშ-ში ბოლო 24 საათში 382 ადამიანი დაიღუპა. ეს აპრილის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საფრანგეთში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში ზედიზედ მეხუთე დღეა, ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 30-ს არ აღემატება.

დიდ ბრიტანეთში კი ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად დაიღუპა 36 ადამიანი, რაც 21 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ევროპის ბევრ ქვეყანაში საზღვრებზე შეზღუდვების მოხსნა დღეიდან იწყება. მათ შორის არის გერმანია, ჩეხეთი და საბერძნეთი. რაც შეეხება ჩინეთს, სადაც ბოლო დღეებში ვირუსის შემთხვევები მატულობს – ბოლო 24 საათში გამოვლინდა 49 ახალი ინფიცირებული. მათგან 36 პეკინში, სადაც ვირუსი ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში გავრცელდა. ამის გამო ათი დიდი ქალაქის მცხოვრებლებს პეკინში ჩასვლა აუკრძალეს.