აშშ-ში, საავიაციო ქარხანაში აფეთქებისას 15 ადამიანი დაშავდა
აშშ-ში, საავიაციო ქარხანაში აფეთქებისას 15 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, საავიაციო ქარხანაში აფეთქების დროს 15 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დაშავებულებიდან 11 პირის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. ექიმების ცნობით, დაშავებულებიდან რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აფეთქება კანზასის შტატში, ტექსტრონის საავიაციო ქარხანაში მოხდა.

როგორც ქარხნის წარმომადგენლები იუწყებიან, აფეთქების დროს საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით, შენობაში თანამშრომლების მხოლოდ ნაწილი იმყოფებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აფეთქება თხევადი აზოტის მილზე მოხდა.