აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, „ეიჩბიომ“ ფილმი „ქარწაღებულნი“ თავისი კატალოგიდან დროებით ამოიღო
აშშ-ში რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, „ეიჩბიომ“ ფილმი „ქარწაღებულნი“ თავისი კატალოგიდან დროებით ამოიღო

აშშ-ში მიმდინარე რასიზმის საწინააღმდეგო აქციების ფონზე, „ეიჩბიო მაქსმა“ ფილმი „ქარწაღებულნი“ თავისი კატალოგიდან ამოიღო.

უცხოური მედიის ცნობით, 1939 წელს გადაღებული ფილმი „ქარწაღებულნი“ „ეიჩბიოს“ პლატფორმიდან დროებით წაშალეს. „ეიჩბიოს“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფილმი წარსული დროის პროდუქტია, ეთნიკურ და რასობრივ ცრურწმენებს ასახავს, რომლებიც წარსულშიც არასწორი იყო და დღესაც არასწორია. „ეიჩბიომ“ განაცხადა, რომ პლატფორმაზე ფილმის ახსნა-განმარტების გარეშე დატოვება უპასუხისმგებლობა იქნებოდა. კომპანიის ცნობით, სამომავლოდ ფილმს ისტორიულ კონტექსტთან დაკავშირებით ინფორმაციას დაურთავენ და კატალოგში დააბრუნებენ.

ფილმში „ქარწაღებულნი“ აშშ-ის სამოქალაქო ომის (1861-1865) პერიოდია ასახული და მას ხშირად აკრიტიკებდნენ მონობის რომანტიზებისთვის.