აშშ-ში ქვევრის ღვინოს ეცნობიან
აშშ-ში ქვევრის ღვინოს  ეცნობიან

ქვევრის ღვინის მწარმოებელი ქართული კომპანიებმა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine მიიღეს მონაწილეობა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გამოფენას სხვადასხვა ქვეყნიდან ასზე მეტი ღვინის მწარმოებელი და რამდენიმე ათასი სტუმარი დაესწრო.

სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში სხვადასხვა საოჯახო მარნები და კომპანიები მონაწილეობდნენ. აღნიშნული კომპანიები ასევე წარმოდგენილი იქნებიან 11-12 ნოემბერს ქალაქ ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ამავე ფორმატის გამოფენაზე

მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 400 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც ერთი პროცენტით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

RAW Wine  ერთ-ერთ საუკეთესო გამოფენად ითვლება, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.

დატოვე კომენტარი