აშშ-ში ქარიშხალ „ლეინთან“ დაკავშირებული გაფრთხილებები მოიხსნა
აშშ-ში ქარიშხალ „ლეინთან“ დაკავშირებული გაფრთხილებები მოიხსნა

აშშ-ის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ქარიშხალ „ლეინთან“ დაკავშირებული ყველა გაფრთხილება მოხსნა, – იუწყება Associated Press.

მეტეოროლოგები გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებენ, რომ „ლეინი“ შესუსტდა და ტროპიკული შტორმის დონეზეა.

ამასთან, „ლეინმა“ შეიცვალა მიმართულებაც და ჰავაის არქიპელაგისკენ აღარ მიემართება.