აშშ-ში პოლარული ციკლონით გამოწვეული უამინდობის გამო, შვიდი ადამიანი დაიღუპა
აშშ-ში პოლარულ ციკლონს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ჩიკაგოში ტემპერატურა მინუს 30 გრადუსამდე დაეცა, ჩრდილოეთ დაკოტაში კი, მინუს 37 გრადუსი აღინიშნა.
ჩიკაგოს ორ აეროპორტში 1 500-მდე ავიარეისი გაუქმდა. შეფერხებული იყო სარკინიგზო მიმოსვლაც.
სარკინიგზო ხაზზე ყინულის გასადნობად, რამდენიმე ადგილას ცეცხლი დაანთეს. აშშ-ის კონტინენტურ ნაწილში, 12 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ არეალში, კვირის განმავლობაში ტემპერატურა სულ მცირე მინუს 28 გრადუსი იქნება. ვისკონსინის, მიჩიგანის, ილინოისის, ალაბამასა და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აშშ-ის რამდენიმე ასულ სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა. ჩიკაგოს მერმა ქალაქის მცხოვრებლებს მოუწოდა, შეძლებისდაგვარად თავი შეიკავონ ქუჩაში გასვლისგან.