აშშ-ში მექსიკის საზღვართან გამყოფი კედლის მშენებლობისთვის ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
აშშ-ში მექსიკის საზღვართან გამყოფი კედლის მშენებლობისთვის ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მექსიკის საზღვართან გამყოფი კედლის მშენებლობისთვის ხუთი მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ახლა დოკუმენტი განსახილველად სენატს გადაეგზავნება. თუმცა, სენატორთა უმეტესობა წინასწარ აცხადებს, რომ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, სენატმა 2019 წლის 8 თებერვლამდე გაწერილი დროებითი ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, თუმცა მის დამოწმებაზე უარი პრეზიდენტმა იმ მოტივით განაცხადა, რომ მასში გაწერილი არ იყო კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხები.

იმ შემთხვევაში, თუ კონგრესის ორივე პალატა ბიუჯეტის კანონპროექტს მხარს 21 დეკემბრამდე არ დაუჭერს, სახელმწიფო დაფინანსებაზე არსებული ორგანიზაციები ფუნქციონირებას შეწყვეტენ.