აშშ-ში მეორე დღეა, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რეკორდი ფიქსირდება
აშშ-ში უკვე მეორე დღეა, კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური რეკორდი ფიქსირდება. ბოლო 24 საათში ქვეყანაში, 3 477 პაციენტი გარდაიცვალა.
ოთხშაბათს ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 3 725 შეადგინა.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, ერთ დღეში 229 042 შემთხვევა აღრიცხეს.
საერთო ჯამში კი, 31 დეკემბრის მდგომარეობით, აშშ-ში ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის ვირუსს ემსხვერპლა 342 312 პირი.