აშშ-ში მძიმე დაავადებების მქონე პირთათვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ-ში მძიმე დაავადებების მქონე პირთათვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავენ

აშშ-ში მძიმე დაავადებების მქონე პირთათვის „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრში გაკეთდა.

როგორც თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, როჩელ ვალენსკიმ განაცხადა, ვაქცინის მესამე დოზა შესაძლოა, შესთავაზონ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სიმსივნე აქვს ან ორგანოები აქვთ გადანერგილი.

როგორც აშშ-ის დაავადებთა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, სავარაუდოდ მესამე დოზის მიღება დასჭირდებათ ადამიანებს ჯგუფს, რომლებიც აშშ-ის მოსახლეობის 3%-ს შეადგენენ.

„ეს აუცილებელია, რომ დაუცველ მოქალაქეებს ჰქონდეთ დამატებითი დაცვა“,- განცხადა ვალენსკიმ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მრჩეველთა საბჭო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების რეკომენდაციაზე 13 აგვისტოს იმსჯელებს.