აშშ-ში კრივის ლეგენდა დაიღუპა
აშშ-ში კრივის ლეგენდა დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიღუპა ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე პერნელ უიტეკერი. 55 წლის მებრძოლს კვირას საღამოს ვერჯინი-ბიჩში ავტომობილი დაეჯახა და მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა, – იტყობინება „თი ემ ზეტი“ (TMZ).

უიტეკერი 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი იყო მსუბუქ წონაში. სხვადასხვა წელს, მან პროფესიულ რინგზე ოთხ წონით კატეგორიაში შეძლო მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. 1989 წელს საუკეთესო მოკრივედ აღიარეს ჟურნალ „რინგის“ (The Ring) ვერსიით. ის კრივის საერთაშორისო დიდების დარბაზის წევრი იყო.

უიტეკერმა კარიერა 2001 წელს დაასრულა.