აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელმა 39.38 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელმა 39.38 მილიონს გადააჭარბა. ქვეყანაში კვლავ „დელტა“ ვარიანტი ვრცელდება, რაც ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და მსხვერპლის რაოდენობას ზრდის.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში „კოვიდ-19“-ს 642 004 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ-ში ინფიცირების საშუალო დღიური მაჩენებელი 160 000-ს აჭარბებს.
ფედერალური მონაცემები აჩვენებს, რომ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
„კოვიდ-19“-ით ინფიცირების ზრდა შეინიშნება ინდოეთშიც. ქვეყანაში ბოლო ორი თვის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, „კოვიდ-19“-ის უარყოფითი გავლენების დასაბალანსებლად, იაპონიაში ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის შექმნის ინიციატივით გამოვიდნენ. ფუმიო კუშიდა, რომელიც მმართველი პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრის, იოშიჰიდე სუგას კონკურენტია, აცხადებს, რომ პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად, ქვეყანამ ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთები უნდა შეინარჩუნოს.
გარდა ამისა, ავსტრალიელი ექიმები აცხადებენ, რომ ქვეყნის საავადმყოფოები არ არის მზად შეზღუდვების შესამსუბუქებლად. ავსტრალიის სამედიცინო ასოციაციამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემა „კრიზისის მუდმივ ციკლში“ ჩაკეტვის რისკის ქვეშაა. განგაშის მე-4 დონით ჩაკეტვის შემდეგ, ახალ ზელანდიაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელმა იკლო. ქვეყანაში „დელტა“ ვარიანტი დომინირებს, რომელიც ძირითადად ოკლენდში გამოვლინდა.