აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 200 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვირუსით 200 005 ადამიანია გარდაცვლილი.

მსოფლიოში ვირუსის გავრცელებითა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობით ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა. მას მოსდევს ინდოეთი, ხუთ მილიონზე მეტი ინფიცირებულით და ბრაზილია, სადაც „კოვიდ-19“-ს 137 272 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.