აშშ-ში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა
ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოფკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 10 018 278 დადასტურებული შემთხვევა გამოვლენილი, დაღუპულია 237 742 ადამიანი.
გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 50 123 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 172 ადამიანი დაიღუპა.