აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 70 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 70 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 70 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 1 403 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „სიენენი“ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 4 426 982 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 150 713 ადამიანი.