აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 60 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 592 პირი
აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ს 1 592 ადამიანი ემსხვერპლა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მსგავსი მაღალი მაჩვენებელი ბოლო ორ თვე-ნახევრის შემდეგ პირველად დადასტურდა.
აშშ-ში „კოვიდ-19“-ისგან უკვე 149 209 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის მსხვერპლთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტია.
ბოლო ერთ დღეში, ქვეყანაში „კოვიდ-19“ 60 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსის 4.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.