აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 52 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 52 810 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აშშ-ში 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 52 810 ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 1388 ფაქტი გამოვლინდა.

ორმოცდაათივე შტატის მონაცემებით, ვირუსი 4 823 890 ადამიანს აქვს დადგენილი, მათგან ლეტალური 158 250 აღმოჩნდა.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ენტონი ფაუჩის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვირუსის სრულად აღმოფხვრა შესაძლებელი იქნება, ვინაიდან მისი გავრცელება საკმაოდ მაღალია.