აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 48 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 388 ადამიანი

16:57, 19.10.2020

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 48 210 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მონაცემებთან შედარებით, თითქმის ცხრა ათასი შემთხვევით ნაკლებია.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ვირუსს ბოლო 24 საათში 388 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ლეტალურ შემთხვევათა რიცხვმა 219 679 მიაღწია.

მსგავსი