აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აშშ-ში „კოვიდ 19“ 130 989 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა.

აშშ-ის რამდენიმე შტატში, მათ შორის ტეხასსა და კოლორადოში, ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდაა, რის გამოც შტატების ნაწილი ახალ შეზღუდვებს აწესებს.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა უფრო აქტიური პოზიცია დაიკავა დამცავი ნიღბების ტარებასთან დაკავშირებით და გასცა მითითებები, რომ არაერთმა კვლევამ „უნივერსალური ნიღბების პოლიტიკის“ სარგებელი აჩვენა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში კორონავირუსული ინფექცია 10,2 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 239 000-ზე მეტი კი დაიღუპა.