ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 98 000-ს გადააჭარბა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსტიტეტის მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზი 1 657 441 ადამიანს დაუსვეს. მათგან 98 034-ის შემთხვევაში ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა.
მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყნის 50-ვე შტატში გამოვლენილია ინფიცირების 14 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა და გარდაცვალების 314 ფაქტი.