აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 70 000-ს გადაცდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, აშშ-ი „კოვიდ-19“-ით 70 847 ადამიანი დაიღუპა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები 1 200 000-ს გადაცდა, მათგან გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 190 000-ს აღწევს.
აშშ-ის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა ნიუ იორკის შტატშია, სადაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა.
ნიუ იორკის შტატში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 321 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.