აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ინფიცირებულთა რაოდენობა აშშ-ში 592 743-ს აღწევს.

ბოლო 24 საათში, აშშ-ში გარდაიცვალა 1611 ადამიანი.

ამრიგად, 11 აპრილის შემდეგ აშშ-ში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5 000-ით გაიზარდა.

ყველაზე რთული მდგომარეობაა ნიუ იორკში, სადაც ბოლო დღე-ღამეში 778 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ნიუ იორკის შტატში ახალ კორონავირუსს 10 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.