აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 180 ათასს გადააჭარბა

09:36, 28.08.2020

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 45 966 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1 116 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 867 ათასზე მეტი შემთხვევა.

გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 180 824-ს შეადგენს. კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

მსგავსი