აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. უნივერსიტეტის სისტემური მეცნიერების და ინჟინერიის ცენტრის მონაცემების მიხედვით, პანდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში „კოვიდ-19“-ით 28.1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ვაქცინის ორივე დოზა 18.8 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო, 43.6 მილიონზე მეტმა კი ერთი დოზა.

ბოლო კვირების განმავლობაში, კორონავირუსის ინფექციის მაჩვენებლებმა იკლო, რადგან ქვეყნის ხელისუფლებამ ვაქცინაცია გაზარდა და ვირუსის შესაკავებლად საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფრო მეტი შეზღუდვები დააწესა. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში დაახლოებით 400 ათასი მცირე ბიზნესი დაიხურა, მილიონობით კი დახურვის პირასაა.

დატოვე კომენტარი