აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 ათასს უახლოვდება
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 ათასს უახლოვდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს უახლოვდება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან ცხრა თვის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ით 199 509 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის 1000-ზე მეტი ექიმია.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის 6 804 814 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.