აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ამერიკული მედია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „ეიბისი ნიუსი“ აღნიშნავს, პანდემიის განმავლობაში აშშ-ში გარდაცვლილთა რაოდენობა აღემატება, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში, ასევე ვიეტნამის ომში გარდაცვლილი სამხედროების საერთო რაოდენობას.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 300 ათასს 14 დეკემბერს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 25 დღის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ს ასი ათასი ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილთა რაოდენობით. ქვეყანაში კორონავირუსი სულ 24 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.