აშშ-ში, კორონავირუსის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
როგორც სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, ერთი ადამიანი სიეტლის მახლობლად გარდაიცვალა.
მანამდე, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა წყარო უცნობია, რადგან ინფიცირებულებს ბოლო პერიოდში საზღვარგარეთ არ უმოგზაურიათ და არც დაავადებულ ან უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ პირთან ჰქონიათ კონტაქტი.
აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 62-ს შეადგენდა. 42 საკრუიზო ხომალდიდან გადაყვანილი პირია, რომლებიც კალიფორნიასა და ტეხასში კარანტინში არიან მოთავსებული.