აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 97 000-ს გადასცდა
აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 97 000-ს გადასცდა

აშშ-ში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს 1 127 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 97 000-ს გადასცდა.

აშშ-ში კორონავირუსით 1 622 670 ადამიანი დაინფიცირდა, 361 239 კი უკვე გამოჯანმრთელდა. მსხვერპლის და ინფიცირების მაჩვენებლით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ფატალური შედეგების რიცხვი მკვეთრად დაეცა ნიუ იორკის შტატში, რომელიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. ნიუ იორკის შტატში ახალი ტიპის კორონავირუსით ბოლო ერთ დღეში 84 ადამიანი დაიღუპა. შტატის მასშტაბით, კორონავირუსის მსხვერპლთა მსგავსი დაბალი მაჩვენებელი მარტის შუა რიცხვების შემდეგ პირველად დაფიქსირდა.