აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა
აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის სისტემური მეცნიერების და ინჟინერიის ცენტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში „კოვიდ 19“ 20 037 736 ადამიანს დაუდასტურდა 346 687 ადამიანი კი დაიღუპა.

ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კალიფორნიის, ტეხასის და ფლორიდის შტატებშია დადასტურებული.

კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების და ინფექციის მსხვერპლთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებით, ამერიკის სამ შტატში – კალიფორნიაში, კოლორადოსა და ფლორიდაში კორონავირუსის ახალი შტამის მატარებლებია გამოვლენილია, რომელიც მანამდე ბრიტანეთში აღმოაჩინეს.