აშშ-ში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა

03:36, 15.12.2020

აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 300 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 190 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი აღრიცხულია კორონავირუსის 16 მილიონზე მეტი შემთხვევა.

ნიუ იორკის მერი მეგაპოლისის მოსახლეობას აფრთხილებს, მოემზადონ სრული კარანტინისთვის, რადგანაც პროგნოზირებენ, რომ დეკემბერი და იანვარი ყველაზე რთული თვეები იქნება.

მსგავსი