აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხრა მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა

10:47, 12.01.2021

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხრა მილიონამდე ადამიანს ჩაუტარდა. შესაბამის მონაცემებს ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 იანვრის მონაცემებით, ვაქცინაციის ცენტრებმა ვაქცინის 25,5 მილიონი დოზა მიიღეს, საიდანაც თითქმის ცხრა მილიონ ადამიანს აცრა უკვე გაუკეთდა.

აშშ-ში კორონავირუსის წინააღმდეგ დამტკიცებულია „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“, ასევე „მოდერნას“ ვაქცინები.

მსგავსი