აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა
აშშ-ში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
„სიენენის“ ინფორმაციით, ყოველდღიურად ქვეყანაში ვირუსის დაახლოებით 46 ათასი ახალი შემთხვევა ვლინდება. პიკის დროს ამერიკაში დღე-ღამის განმავლობაში 250 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდებოდა.

ლეტალური შემთხვევების კუთხითაც მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბოლო მონაცემებით, მიმდინარე კვირაში ვირუსით ყოველდღიურად 600 ადამიანი იღუპება, რაც ივლისის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

ვირუსის გავრცელების პიკში, 14 იანვარს ქვეყანაში კორონავირუსით 3 432 ადამიანი დაიღუპა.

ბოლო მონაცემებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა 150 მილიონ ადამიანს აქვს გაკეთებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 32 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 594 006 ადამიანი.

დატოვე კომენტარი