აშშ-ში კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 372 ადამიანი კი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსის 56 750 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 372 ადამიანი კი გარდაიცვალა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 56 750 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 372 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 3 839 010 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რიცხვი კი 140 900-ს შეადგენს.