აშშ-ში კორონავირუსის  5 874 ახალი შემთხვევა აღირიცხა
აშშ-ში კორონავირუსის 5 874 ახალი შემთხვევა აღირიცხა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 28 მილიონს უახლოვდება.

გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის 5 874 ახალი შემთხვევა და ვირუსით გარდაცვალების 403 ფაქტი აღრიცხეს. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კი, ვირუსს 493 501 ადამიანი ემსხვერპლა. აშშ კორონავირუსის გავრცელების მასშაბით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამ დროისთვის, ქვეყანაში ვაქცინა 30 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.