აშშ-ში კორონავირუსის 49 308 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აშშ-ში კორონავირუსის 49 308 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 49 308 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 920 ინფიცირებული.

შესაბამის მონაცემებს „სიენენი“ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში ამ დროისთვის რეგისტრირებული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა სულ ექვსი მილიონ 200 ათასს აღწევს, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 187 710-ს შეადგენს.

კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.