აშშ-ში კორონავირუსის 36 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 378 ადამიანი
აშშ-ში კორონავირუსის 36 778 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 378 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 36 778-ით გაიზარდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ვირუსს 378 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი 7 396 730-ს შეადგენს. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, აშშ-ში 209 199 პაციენტი გარდაიცვალა.