აშშ-ში კორონავირუსის 34 567 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 449 ინფიცირებული

13:26, 24.08.2020

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსის 34 567 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 449 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს სიენენი ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 703 ათასი შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 176 808-ს შეადგენს.

აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით.

მსგავსი