აშშ-ში კორონავირუსის 34 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 961 პაციენტი
აშშ-ში კორონავირუსის 34 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 961 პაციენტი

აშშ-ში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 34 240 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 961 პაციენტი.

ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი უკვე 6 571 867 ადამიანს დაუდგინეს. მათგან 195 053 ვირუსს ემსხვერპლა.

მას შემდეგ, რაც რომელიმე ვაქცინა ავტორიზებულ ლიცენზიას მოიპოვებს, აშშ-ის ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით მის დისტრიბუციას ერთ დღეში გეგმავს. ამას კი სავარაუდოდ, წლის მიწურულისთვის ელიან.