აშშ-ში კორონავირუსის 300 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 398 პაციენტი
აშშ-ში კორონავირუსის 300 000-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 398 პაციენტი

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 300 000-მდე ადამიანს დაუდასტურდა. უნივერსიტეტის სისტემური მეცნიერების და ინჟინერიის ცენტრის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში აშშ-ში კორონავირუსულ ინფექციას 2 398 ადამიანი ემსხვერპლა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის 20.4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, 350 000-ზე მეტი კი დაიღუპა. ინფიცირების და მსხვერპლის რაოდენობით აშშ მსოფლიოში პირველ ადგილზეა.